გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
ამჯერად, გიორგის სტატუსი ეძღვნება მამას, რომელიც მან 25 წლის წინ დაკარგა.
ტელეწამყვანი და მსახიობი აღნიშნავს, რომ დღევანდელ სპექტაკლს, „ცუდი გზები“, რომელიც ომზეა, სწორედ მამის ხსოვნას უძღვნის.
„25 წელი გავიდა მამაჩემის გარდაცვალებიდან!
12 წლის ვიყავი მაშინ.. ის 42 წლის იყო
სოხუმის დაცემის პერიოდში, ინსულტიანი ახალგაზრდა კაცი ჯოხით ხელში, ძლივს მოაბიჯებდა სოხუმის უტრანსპორტო, ნაომარ, სისხლიან ქუჩებში, რათა ბოლო გემისთვის მიესწრო!
დღევანდელ სპექტაკლს, „ცუდი გზები“, რომელიც ომზეა და ამ ჩემს გმირს – ვუძღვნი მამაჩემის ხსოვნას!“ – წერს გიორგი გასვიანი და მამის ფოტოებს გვიზიარებს.



