LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

250 გოლი: რუნი იუნაიტედის ყველა დროის გოლეადორია

158

რუნი – „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
უეინი ახლა ნაღდად საუკეთესოა.

რუნიმ პრემიერლიგის ბოლო ტურში გუნდი მარცხისგან იხსნა და „სტოკთან“ საგარეო შეხვედრაში ანგარიში 94-ე წუთზე გაათანაბრა.

ეს განსაკუთრებული მომენტი იყო: უეინ რუნიმ 250-ე გოლი გაიტანა „იუნატედის“ რიგებში და კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი გახდა.

 

რუნიმ 250 გოლი 545 მატჩში გაიტანა.

მან ლეგენდარულ ბობი ჩარლტონს გადაასწრო, რომელსაც 249 გოლი აქვს გატანილი.

 

რუნის 250 გოლი:
193 – მარჯვენა ფეხით
27 – მარცხენა ფეხით
30 – თავით

„მანჩესტერის“ მაისურით რუნიმ პირველი გოლი 2004 წლის 28 სექტემბერს გაიტანა, ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ფენერბახჩეს“ წინააღმდეგ (6:2). ეს სამეფო დებიუტი იყო – ჰეთ-თრიკი.


ახლა რუნი ოფიციალურად გახდა ლეგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები