LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 თებერვლის აქცია იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის… გამოვიყენებთ პროტესტის კრეატიულ ფორმებს: ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება

95
FORTUNA.GE- (3)

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები 26 თებერვალს მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. საპროტესტო მსვლელობა 13:00 საათზე,ფილარმონიიდან დაიწყება. აქტივისტები პარლამენტის შენობისკენ გაემართებიან.

აქციასთან დაკავშირებით დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეხვედრა გამართეს, სადაც საორგანიზაციო საკითხებზე შეთანხმდნენ.

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია.

“აქცია პარლამენტთან გაგრძელდება მიტინგით, ხოლო შემდეგ გადავინაცვლებთ კანცელარიასთან. იქნება გამოყენებული პროტესტის კრეატიული ფორმები. მოთხოვნები არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რაც შეიძლება მოკლე პერიოდში, ვადამდელი სამართლიანი არჩევნების ჩატარება.” – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

როგორც პოლიტიკოსები აღნიშნავენ, აქციაზე გაჟღერდება ინფორმაცია ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ 26 თებერვლის აქცია იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის იმ მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება.

“ხვალ, 13:00 საათზე, ფილრმონიასთან ვიკრიბებით და მოვაწყობთ მსვლელობას რუსთაველის გამზირზე. ეს არის მსვლელობა თავისუფლებისთვის იმ ძალიან მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. ხვალინდელ აქციაზე გავაჟღერებთ ოპოზიციის სამომავლო გეგმას. ეს ეხება ფართომასშტაბიან აქციებს”, – აღნინა ხატია დეკანოიძემ.

ვიწყებთ განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც გპირდებით, აუცილებლად მივა ბოლომდე: ელენე ხოშტარია

magti 5g