LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„26-ვე სხდომა გააცდინა“ – კომიტეტმა ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

107
BeFunky-collage (5)

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ვარშალომიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის განხილვის მიზეზი არასაპატიო მიზეზით სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენა გახდა. მისივე ინფორმაციით, საგაზაფხულო სესიაზე 26 სხდომიდან ვარშალომიძემ 26-ვე გააცდინა.

ქადაგიშვილის თქმით, ენმ-ის ფრაქციას არ წარმოუდგენია რამე ცნობა, რაც ვარშალომიძის გაცდენებს საპატიოდ ჩათვილდა.

წიკლაური: თუ ვარშალომიძეს დეპუტატის უფლებამოსილებას შეუწყვეტენ, ენმ-დან პარლამენტში არავინ შევა

რაც შეეხება პოლიტიკურ ბოიკოტს, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ბოიკოტის საკითხიც რეგლამენტით რეგულირდება და ამ შემთხვევაშიც, არც პარლამენტის წევრს და არც მის ფრაქციას შესაბამისი ცნობა არ წარმოუდგენია.

კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს და პლენარულ სხდომას გადაეგზავნება. ვარშალომიძეს უფლებამოსილება საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ შეუწყდება.

პაპუაშვილი: დეპუტატმა სამსახურში უნდა იაროს, ვარშალომიძე თითქმის 2 წლის განმავლობაში არ გამოჩენილა, უპასუხისმგებლობა არ უნდა წავახალისოთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g