LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ მამაკაცს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

248
Untitled design

გასული წელს თელავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“ჩემმა შვილმა მომწერა: ჩქარა, მიშველე, მკლავს“ – თელავში მოკლული 26 წლის ქალის დედა მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე გამხვეტელაშვილს სასამართლო პროცესზე სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია.

თელავში ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ცნობისათვის, საქმე ეხება 2022 წლის 9 ოქტომბერს, თელავში მომხდარ მკვლელობას.

26 წლის ქალი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კაცმა წლინახევრის შვილის თანდასწრებით ნაქირავებ ბინაში მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

შემთხვევამდე, მამაკაცს ამავე ქალზე ძალადობისთვის ბრალდება ჰქონდა წაყენებული და რამდენიმე დღის წინ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

„ბავშვმა მითხრა, ჩქარა ბებო, დედას კლავსო.. დააჭერინა, იმდენი ეცადეს, რომ გამოაშვებინეს “ – რას ჰყვება თელავში მოკლული ქალის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g