10 ოქტომბერს, თელავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ინფორმაცია „ფორტუნას“ თელავის რაიონულ სასამართლოში დაუდასტურეს.
ბრალდებულს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას ედავება.
შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს, თელავში მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
შემთხვევამდე, მამაკაცს ამავე ქალზე ძალადობისთვის ბრალდება ჰქონდა წაყენებული და რამდენიმე დღის წინ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.