LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 ივლისს ბათუმში დაგეგმილი „ა-სტუდიოს“ კონცერტი შესაძლოა, გადაიდოს ან გაუქმდეს

519
a studio

27 ივლისს, ბათუმში, ზღვისპირა კლუბ UP2U  ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი იყო ჩანიშნული. როგორც აჭარის მაუწყებელი წერს, შესაძლოა, კონცერტი გადაიდოს ან საერთოდ აღარ გაიმართოს.

როგორც კლუბის მფლობელი, ირაკლი ფირანიშვილი აჭარის მაუწყებელთან ინტერვიუში ამბობს, „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გავაუქმოთ. დღეს ან ხვალ გადაწყდება, გადაიდება თუ გაუქმდება. ძალიან ბევრი ბილეთია გაყიდული, დიდი მოთხოვნა იყო” – ამბობს კლუბის მფლობელი.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერდნენ, რომ ბათუმში ქეთა თოფურიას და A-Studio-ს კონცერტი არ უნდა ჩატარდეს.

A-Studio ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კონცერტებზე ხშირად გამოდის. ჯგუფის სოლისტი 10 წელზე მეტია, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაა​​. ის 2018 წელს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს პუტინის მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები