საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყოფილი მეუღლე სანდრა ელისაბედ რულოვსი სოციალურ ქსელში უფლისციხეში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ „ოცნება აუხდა“.
მისი თქმით, „27 წელია საქართველოში ცხოვრობს და უფლისციხე არასდროს არ ჰქონდა ნანახი“.
„ეს ოცნება ამისრულდა რამდენიმე დღის წინ. საოცარი ადგილია, მტკვრის სანაპიროზე, სადაც თითქმის 5000 წლის წინ უკვე ადამიანები ბინადრობდნენ. გახდა აღმოსავლეთი საქართველოს (ქართლის, იბერიის) სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული ცენტრი. ‘უფლისწულის ეკლესია’ X საუკუნის აშენებულია“, – წერს სანდრა ელისაბედ რულოვსი.
27 წელია საქართველოში ვცხოვრობ და უფლისციხე არასდროს არ მქონდა ნანახი. ეს ოცნება ამისრულდა რამდენიმე დღის წინ.
საოცარი…Posted by Sandra Roelofs / სანდრა რულოვსი on Sunday, 5 March 2023