LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2775 ახალი შემთხვევა და 22 ადამიანი გარდაცვლილი

74
asdfgh

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 560 პირი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით, დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-მდე გაიზარდა” – აღნიშნა მან.

რაც შეეხება გარდაცვლილების რაოდენობა შეადგენს 22 ადამიანს, მათ შორის თბილისში – 8, აჭარაში – 6, იმერეთში – 7, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 423 გარდაცვალების შემთხვევა.

 

თბილისში ახალი შემთხვევები 1000-ს გადასცდა: რა ვითარებაა რეგიონებსა და საავადმყოფოებში

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 51 993-ს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები