LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 თებერვლის ჩათვლით, საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა

144
მანქანები გზა

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა.

მათივე ცნობით, შეზღუდვა 28 თებერვლის ჩათვლით, მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან გაგარინისა და ისაკაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.

„აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მგალობლიშვილის ქუჩის, ჟვანიას მოედნის, პეკინის გამზირისა და გაგარინის ქუჩის გამოყენებით.

ქვეითთა და საავტომობილო (გადაუდებელი დახმარების, სპეცავტომობილებისა და სხვა) გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მოძრაობას დაარეგულირებენ“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

mazda magti 5g