LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლილიკო ნემსაძის კონცერტი „ჩუმად ნათქვამი“ გაიმართება

157
Capture

29 ნოემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის სიმღერების კონცერტი სახელწოდებით „ჩუმად ნათქვამი“, საღამო ეძღვნება კომპოზიტორის შემოქმედების 30 წლის თარიღს.

ლილიკო ნემსაძის პოპულარულმა სიმღერებმა, წლების განმავლობაში ქართველი მსმენელის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა, მის სიმღერებს სხვადასხვა თაობის გამორჩეული ქართველი შემსრულებლები ასრულებენ და მისი მუსიკა დღემდე დიდი რეიტინგით სარებლობს მუსიკალურ ჩარტებსა და  რადიო სადგურების ეთერში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კომპოზიტორის თვითმყოფადმა ხელწერამ, გაუძლო დროს! ყველა თაობისათვის საყვარელ სიმღერებს შორისაა, ნამდვილი ჰიტები: „ჩუმად ნათქვამი“ , „თბილისის მზეს“, „სიმღერას ვბედავდი“, „სატრფიალო“, „იდუმალი ღამე“,  „ შენამდე მოვედი“,  „თბილისო“, „ფიქრებში მეორდები“ და სხვა მრავალი.

კონცერტში მონაწილეობენ:

ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, მაია ჯაბუა, თემურ თათარაშვილი, ეკა კვალიაშვილი

ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, გელა დონაძე, სოფო გელოვანი, ზუკა ხუციშვილი, მარიამ როინიშვილი, გიორგი მეფისაშვილი, ანი ბახტაძე, თიკა ხეცურიანი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები.

ანსამბლები: „ქართული ხმები“, „თეატრალურის კვარტეტი“, „ფორტე“ და ვაჟთა ვოკალური ანსამბლი.

კონცერტი წარმოდგენილი იქნება კამერული ორკესტრის თანხლებით, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.

მოწვეული მუსიკოსები: ნინო გულიაშვილი (პიანისტი), ლევან დეისაძე (ბას გიტარა), ზაზა ცერცვაძე (დრამი) დათო ჯაფარიძე (პერკუსია).

წამყვანები: მუსიკისმცოდნე მაია დათუნაშვილი და მსახიობი კახა მიქიაშვილი.

კონცერტის დასასწყისი 19:30. ბილეთები გაყოდვაშია პორტალზე www.biletebi.ge.

პროექტის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

მედია მხარდამჭერი: რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g