LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 წლის ამერიკელმა თავი მოზარდად გაასაღა და სკოლაში სწავლა დაიწყო

352
3465

ნიუ ჯერსის შტატში 29 წლის ქალმა თავი მოზარდად გაასაღა და სკოლაში ჩააბარა. ამის შესახებ ინფორმაციას USA Today ავრცელებს.

ამერიკელმა დოკუმენტები ისე გააყალბა, თითქოს მხოლოდ 15 წლის იყო. შემდეგ ეს საბუთები სკოლის ადმინისტრაციას წარუდგინა და თან ისიც უთხრა, რომ მისი კანონიერი წარმომადგენლები დირექტორს მოგვიანებით გაესაუბრებოდნენ.

ამის შემდეგ 4 წელი გავიდა და ქალი სკოლაში სწავლას აგრძელებდა. ტყუილის შესახებ ცნობილი მხოლოდ ამ წლების შემდეგ გახდა.
ქალი დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს. მას მოზარდთა გარყვნის მცდელობისთვისაც ადანაშაულებენ და პოლიცია ინციდენტს აქტიურად იძიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები