LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„29 წლის შენს გარეშე თუ გავხდებოდი ვინ წარმოიდგენდა…ხან უშბიდან მილოცავდა, ხან თეთნულდიდან“ – უშბაზე ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტის, ნიკო ფალიანის და ემოციურ კადრებს გვიზიარებს

226
ნიკო ფალიანი

უშბაზე ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტის, ნიკო ფალიანის და იუბილარია.

ნანო ფალიანი სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს გვიზიარებს და წერს, რომ მას ძმა დაბადების დღეს ყოველთვის გამორჩეულად ულოცავდა.

„29 წლის შენს გარეშე თუ გავხდებოდი ვინ წარმოიდგენდა…

ხან უშბიდან მილოცავდა, ხან თეთნულდიდან“ – წერს ნანო ფალიანი.

29 წლის ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს 22 მაისს, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.

ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.

„ყინული ჩამიტყდა და ჩავვარდი ნაპრალში, ავხედე ნიკოს და დავიწყეთ სიცილი… დაუჯერებელია, რომ მწვერვალებზე ვეღარ ვივლით ერთად, ძალიან რთულია დაძინება და მერე ისევ ამ რეალობაში გაღვიძება“ – ნიკოლოზ ფალიანის დის ემოციური სტატუსი

„როგორც კი გაგიღიმებდა, შენ წინაშე იყო ადამიანი, რომელიც ანათებდა, როგორც მზე… არ გემშვიდობებით, რადგან შენი საქმე, სიყვარული და შენი მთის კაცობა ლამპრად უნდა ავინთოთ და წინ გავიმძღვაროთ, დაე არასდროს დაფაროს შენი ნაკვალევი თოვლმა“ – ირაკლი კუციას ემოციური მიმართვა ნიკოლოზ ფალიანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g