LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“3-4 დღეში გამოჯანმრთელებული ადამიანები კიდევ გვეყოლებიან” – ამირან გამყრელიძე

172
amiraniko12345

საქართველოს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო არსებული სტატისტიკა. მისი განმარტებით, 30 იანვრიდან პერიოდში 1000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა, რომელთა შორის მხოლოდ 43 პაციენტს დაუდასტურდა “კოვიდ-19”. ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღესაც 100-მდე ნიმუში ლაბორატორიულად შემოწმდება ინფექციაზე.

“ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევათა უმეტესობა გახლავთ იმპორტირებული. მოგეხსენებათ, დღეს დილით დაემატა 3 შემთხვევა, კვლევაშია კიდევ რამდენიმე ნიმუში და დღეს, ალბათ, კიდევ გაიტესტება, დაახლოებით, 100-მდე ნიმუში. სულ, 30 იანვრიდან დღემდე გამოკვლეულია 1073 შესაძლო შემთხვევა. საკარანტინო ზონებში იმყოფება 1575 ადამიანი. ამასთან, იქიდან და თვითიზოლაციიდან უკვე გამოვიდა 191 ადამიანი. თვითიზოლაციაში ჯერ კიდევ რჩება 1781 ადამიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ  ბრიფინგზე განაცხადა, რომ უახლოეს 3-4 დღეში იქნებიან გამოჯანმრთებული ადამიანები. რამდენიმე პაციენტს განმეორებითი ტესტირება უტარდება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი გაეწერებიან, თუმცა 2-კვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით.

“24 საათის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ ადამიანს კორონავირუსზე ტესტი უნდა ჰქონდეს უარყოფითი. არ მინდა, რომ შევცდე, მაგრამ დარწმუნებული იყავით, მომავალ 3-4 დღეში კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g