LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 670 ახალი შემთხვევა და 38 გარდაცვლილი: განახლებული კოვიდსტატისტიკა

51
1

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 436 573-ია.

ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 2 626-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 393 453-მდე გაიზარდა.

ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 38 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 5 986 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 49 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 219 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 2 443-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 41 885 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, PCR ტესტით – 24 184.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო 7 დღის – 8,67%.

დღიურად აცრილთა რიცხვი 20 845-ია.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.

 

magti 5g