LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“3 ათეული წელია მოწმეები ვართ თბილისის დამახინჯების” – კახა კალაძე

kaladzemeria2323

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის საკრებულოში მერიის წლიური ანგარიშის წარსადგენად იმყოფება.

ანგარიშის წარდგენამდე, კახა კალაძემ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად საპასუხისმგებლოა მისთვის დაკავებული თანამდებობა და განაცხადა, რომ მერობის პირველივე დღიდან დაიწყო მუშაობა, დაპირებების შესასრულებლად.

„3 ათეული წელია მოწმეები ვართ თბილისის დამახინჯების. დღეს ვალდებულები ვართ ვმუშაობდეთ თბილისის საკეთილდღეოდ და შევქმნათ სიცოცხლით, სიყვარულით, სიკეთით, სითბოთი სავსე ქალაქი. ჩემთვის პირადად თბილისის მერობა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო საქმეა.

ამ ერთი წლის მანძილზე მერიის საქმიანობაში თითოეული თქვენგანი იყო ჩართული. ზოგი მხარდაჭერით ზოგიც კრიტიკით, რომელიც დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია.

პირველივე წელს აქტიურად დავიწყეთ მუშაობა იმ მიზნების მისაღწევად, რასაც მოსახლეობას დავპირდით,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეჯამებასთან ერთად, თბილისის მერი, დასმულ კითხვებზეც გასცემს პასუხს.

ანგარიშთან ერთად, კალაძე საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g