LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ცნობილი ავიაკომპანია, რომელიც საქართველის ავიაბაზრის ლიდერია

102
Domestic-Flights

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია. ინფორმაციას სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელმაც შესაბამისი ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოითხოვა.

„ავიანიუსის“ ცნობითვე, 2022 წლის იანვარ-ივლისში რეგულარული და ჩარტერული ავიარეისებით Turkish Airlines საქართველოს ავიაბაზარზე 288 808 მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ Turkish Airlines-ს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის 13% უკავია. გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეორე ადგილზეა უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც 7 თვეში 279663 მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 12%-ით დაიმსახურა. რაც შეეხება ამ რეიტინგის მესამე ადგილზე გასულ ავიაკომპანიას, ეს ასევე თურქული ავიაგადამზიდავი  Pegasus Airlines-ია, რომელიც საქართველოს ავიაბაზრის 9%-იანი წილის მფლობელია. ის საანგარიშო პერიოდში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით 206512 მგზავრს მოემსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები