LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„3 და 4 იანვარს საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი“ – გარემოს ეროვნული სააგენტო

771
ამინდი (1)

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.

„3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა შესაძლებელია -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს.

შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.

ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

❗️3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა…

Posted by სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო on ხუთშაბათი, 01 იანვარი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g