LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“3 დღეში 5 მილიონი ევრო შეგროვდა” – ლიეტუველების მიერ შეგროვებული ფულით უკრაინისთვის “ბაირაქტარებს” შეიძენენ

40
Untitled design (2)

ლიეტუველმა და თურქმა ოფიციალურმა პირებმა ანკარაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ვილნიუსს საშუალებას აძლევს, უკრაინისთვის “ბაირაქტარის” უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინოს.

„ახალი თაობის თურქი“ და ერდოღანის სიძე: ვინ არის სელჩუკ ბაირახტარი, რომლის შექმნილი დრონები უკრაინაში რუსულ ტექნიკას ანადგურებს

უპილოტო საფრენი აპარატისა და სხვა აღჭურვილობის შეძენას ლიეტუვის მოქალაქეების შემოწირულობით შეიძენენ.

როგორც ცნობილია, კამპანია Laisves TV-მ წამოიწყო – ერთ-ერთი ტელეწამყვანის მოწოდების შემდეგ, სამ დღეში ხუთ მილიონამდე ევრო შეგროვდა.

“ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას. ეს ნიშნავს მწვანე შუქს შემდგომი შესყიდვებისთვის პოლიტიკურ დონეზე”, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვილიუს სემესკამ.

დღეს კი დაგეგმილია ვიცე მინისტრის შეხვედრა “ბაირაქტარის” მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან.

ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრიც.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები