LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 კარიანი Range Rover: პირველი ოფიციალური გამოსახულება

29

ბრიტანელებმა განაცხადეს, რომ მდიდრული ყველგანმავლის Range Rover SV Coupe-ს სამ კარიანი მოდიფიკაცია გამოუშვეს. სიახლის პრემიერა ჟენევის ავტოსალონზე, მარტის თვეში შედგება.

მწარმოებელი Range Rover-ის ახალ ვერსიას ასეთ პოზიციას აძლევს: „მსოფლიოში პირველი სრულზომიანი მდიდრული SUV-კუპე“. ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს მოდიფიკაცია იმ ავტომობილის მიმართ პატივისცემის გამოხატვაა, რომელიც გასული წლის 70-იან წლებში, სამ კარიანი ძარით გამოდიოდა.

დებიუტამდე ბრიტანელებმა Range Rover SV Coupe-ს ინტერიერის ფოტო გაავრცელეს.

ყველგანმავალმა 4 ადგილიანი სალონი მიიღო, წინა სავარძლები თეთრი ტყავით არის გაწყობილი, უკანა კი შავი ფერის ტყავით. ასევე, სალონში გამოყენებულია ხისა და ლითონის დეტალები.

Range Rover-ის ახალ მოდიფიკაციას საქარხნო ატელიე Special Vehicle Operations (SVO) ააწყობს. სულ ასეთი 999 ეგზემპლარი გამოვა, რომლებიც მარკის ყველა ძირითად ბაზარზე გაიყიდება. სხვა დეტალები ავტომობილის შესახებ პრემიერის დღეს – მიმდინარე წლის 6 მარტს გახდება ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები