LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მაისს შესაძლოა, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტოს

113

3 მაისს, დილიდან შესაძლოა, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტოს. ამის შესახებ მეტროპოლიტენის ალტერნატიული პროფკავშირების „ერთობა 2013-ის“ წევრებმა მეტროსადგურ „რუსთაველთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პროფკავშირების წევრების თქმით, თუ მათი მოთხოვნა ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება, ისინი ხუთშაბათს გაფიცვას დაიწყებენ, რაც მეტროპილიტენის პარალიზებას გამოიწვევს.

სატრანსპორტო კომპანიის და მერიის პოზიცია კი არის, რომ ხელფასების მატება ჯერჯერობით ვერ მოხდება.

პროფკავშირების წევრების მოთხოვნაა, მემანქანის საათობრივი ანაზღაურება 7-დან 10 ლარამდე გაიზარდოს.

როგორც „ერთობა 2013“-ის ადვოკატი ბექა ბადრიშვილი აცხადებს, „ერთობის“ წევრებს ხელფასების მატებასთან დაკავშირებით შეხვედრები ჰქონდათ, მათ შორის, ვიცემერთან, ირაკლი ხმალაძესთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g