LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მილიონი „მერსედესი“ ხელოვნურ ინტელექტს მიიღებს

107
3 მილიონი „მერსედესი“ ხელოვნურ ინტელექტს მიიღებს

Mercedes-Benz-ის ხმოვანი ასისტენტი ChatGPT-ის მხარდაჭერას მიიღებს. სიახლის დამსახურებით MBUX Voice Assistant სხვადასხვა კითხვებზე შეძლებს პასუხების გაცემას, თანაც კონტექსტის გათვალისწინებით დაწვრილებითი ინფორმაციის მოწოდებაც შეეძლება. განახლების მიღება უკვე დღეიდან შეიძლება და მას 3 მილიონი ავტომობილი მიიღებს.

Mercedes-Benz-მა გრანდიოზული განახლების დანერგვა დაიწყო, რაც მოიცავს მულტიმედია კომპლექსის MBUX-ის ხმოვანი ასისტენტის გაფართოებულ შესაძლებლობებს. ახალ ვერსიაში ის CHatGPT-ის მხარდაჭერას მიიღებს და მასთან ერთად ავტომობილის მართვა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება.

ამასთან, Mercedes-Benz-მა გერმანიაში ავტოპილოტის ახალი ვერსიის Drive Pilot-ის სერტიფიცირება დაიწყო. ამიერიდან სისტემას ავტომობილის 95 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება შეუძლია, ნაცვლად 65 კმ/სთ-ისა. კლიენტთა ავტომობილებს ავტოპილოტით 2025 წლიდან აღჭურავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები