30 მაისს, ასოციაციის „ქართული ღვინო“ და შატო მუხრანის ორგანიზებით, მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში, შატო მუხრანში, უკვე მეოთხედ გაიმართება.
ამ განსაკუთრებულ დღეს ერთ სივრცეში ერთიანდება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და გამორჩეული ღვინოები, დახვეწილ გასტრონომიულ პროდუქტებთან ერთად.
ფესტივალი მასპინძლობს საერთაშორისო ღვინის პროფესიონალებს იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან და აშშ-იდან.
ფესტივალის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ „შატო მუხრანის“ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ ისაუბრა:
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია: 400-ზე მეტი დასახელების ღვინის გამოფენა-გაყიდვა საქართველოს, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, უნგრეთის, თურქეთის და სომხეთის რეგიონებიდან; ღვინის დეგუსტაციები; ქართული გასტრონომიული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა; კულინარიული მასტერკლასები; სემინარები.
მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად 1992 წელს სამხრეთ ტიროლში, ქალაქ მერანოში გაიმართა. ეს იყო პირველი ღვინის ფესტივალი ევროპაში, რომელიც დროთა განმავლობაში არა მხოლოდ იტალიის, არამედ მსოფლიო მასშტაბით წამყვან ღვინის მოვლენად იქცა.
15 წელია, რაც საქართველო მერანოს ღვინის ფესტივალთან თანამშრომლობს. 2022 წელს მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში გაიმართა. ამ 3 წლის განმავლობაში ფესტივალი გაიზარდა, როგორც მონაწილეთა, ასევე სტუმართა რაოდენობით და ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულების შეხვედრის ტრადიციულ ადგილად იქცა.
ფესტივალის პროგრამა იხილეთ აქ.
