LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300-ლარიან კომპენსაციაზე რეგისტრაცია დასრულდა: განაცხადი 160 ათასმა მოქალაქემ შეიტანა

130
fuli-lari

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, 300-ლარიან კომპენსაციაზე რეგისტრაცია დასრულდა.

თვითდასაქმებულებმა განაცხადი სამინისტროს ვებპორტალზე შეავსეს. ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 160 000 მოქალაქემ გაიარა, მათ შორის 110 000 საბუთი უკვე განხილულია. თამარ ბარკალაიას განცხადებით, ერთჯერადი კომპენსაციის მისაღები რეგისტრაცია 15 ივლისამდე გაგრძელდება იმ პირებისთვის, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში სეზონურ სამუშაოებზე საზღვარგარეთ გადიოდნენ. მისი განმარტებით, კომისიის მიერ საბუთების განხილვა გრძელდება.

„30 ივნისს დასრულდა ჯანდაცვის სამინისტროს ვებპორტალზე თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია, რომლებიც ითხოვენ 300 ლარიან ერთჯერად კომპენსაციას. ამ ეტაპისთვის დარეგისტრირებული არის დაახლოებით 160 000 მოქალაქე, განხილული საბუთების რაოდენობა არის 110 000. შესაბამისად, დაახლოებით ამდენმა ადამიანმა უკვე მიიღო რეგისტრაცია, ხოლო დანარჩენი საბუთები უახლოეს მომავალში კომისიის მიერ იქნება განხილული და შესაბამის გადაწყვეტილებების თანახმად კომპენსაციები დაირიცხება ჩვენი მოქალაქეებისთვის.

რეგისტრაციის პორტალი აგრძელებს მუშაობას, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ 26 ივნისს მთავრობის გადაწყვეტილებით 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა სეზონური მუშახელის ჩართვის მიზნით და შესაბამისად, დღეიდან 15 ივლისის ჩათვლით იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, 30 დღიდან 120 დღემდე, ან ის მოქალაქეები, რომლებსაც 2019 წლის განმავლობაში უფიქსირდებათ 60 ან მეტი საზღვრის კვეთა, მათთვის რეგისტრაცია გრძელდება 15 ივლისამდე“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g