LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300 ლარიანი პენსია და 10 ათასი ლარი მე-4 ბავშვზე – დაპირებები ახალი პოლიტიკური ძალისგან, სახელად „დავითი და თამარი“

1131
collage

მინიმუმ 300 ლარიანი პენსია; 60-70 ათასი ახალი სამუშაო ადგილი; ყოველ ახალდაბადებულ მე-4 შვილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება 10 000 ლარის რაოდენობით – ეს იმ დაპირებების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებს ახალი პოლიტიკური ძალა „დავითი და თამარი“ ჰპირდება.

დაპირებების ვრცელ სიას სოციალურ ქსელში „დავითი და თამარის“ წევრი გიორგი ჩახაია ავრცელებს. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„აწ უკვე ბევრმა ადამიანმა წელიწადზე მეტია იცის, რომ 2020 წლის არჩევნებში ახალი სახეებით ვიღებ მონაწილეობას და რომ ჩვენ ახალ ძალას ერქმევა „დავითი და თამარი“.

მე ვარ გიორგი ჩახაია, 35 წლის, პროფესიით ფინანსისტი, აუდიტორი, საკუთარი ქვეყნის და რიგითი, გაჭირვებული ხალხის ქომაგი და პატრიოტი.

ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი უშუალოდ ჩემი ინიციატივაა და მათ შესრულებაზე მე ვიღებ პასუხიმგებლობას. დანარჩენზეც თავისთავად მეტ წილს მე ავიღებ, მაგრამ ეს 10-ვე საჩუქარი უშუალოდ მე მინდა რომ გავუკეთო ჩემ ხალხს.

1.2020 წლის 23 ნოემბერს, ყველა სახის პენსია გახდება მინიმუმ 300 ლარი. „სახელმწიფო პენსიის“ შესახებ ჩვენ მიერ მიღებული ახალი კანონით და არა ხელისუფლების ნება-სურვილით, პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად მოიმატებს 60 ლარით.

2.2020 წლის 1 დეკემბერს მიღებულ იქნება „სახელმწიფო შრომის ანაზღაურების“ შესახებ კანონი, რომლის შესაბამისად, პოლიციელების, სახელმწიფო უნივერსიტეტების და სკოლების პროფესორ-მასწავლებლების, ბაღის აღმზრდელების, სახელმწიფო კლინიკების ექიმების და ნებისმიერი საჯარო მოსამსახურის, მათ შორის სსიპ და ააიპ-ის თანამშრომლების ხელფასი, კანონის ძალით ყოველწლიურად მოიმატებს 20 %-ით.

3.2021 წელსვე შეიქმნება 60-70 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, აქედან: სახელმწიფო სექტორში – 20 ათასი, კერძო სექტორში 40-50 ათასი (მ.შ. 30-40 ათასი სოფლის მეურნეობის მიმართულებით).

4.მოხდება საქართველოს სოფლების კეთილმოწყობა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების შემოსავალი იქნება სტაბილურად მაღალი. ნებისმიერ ფერმერს, გლეხს, სახელმწიფო დაეხმარება საკუთარი მოსავლის, პროდუქციის კარგ ფასებში გასაღებაში. ეს იქნება გარანტირებული „სოფლისა და სოფლის მეურნეობის“ შესახებ კანონით, და არ იქნება დამოკიდებული ხელისუფლების მიერ გაცემულ ხშირად რომ ცრუ დაპირებებზე.

5.2021-24 წლებში, აბსოლუტურად ყველა ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ მიწურებში, ბოსლებსა და მუყაოს ქოხებში, ექნებათ საკუთარი ადამიანური ჭერი.

6.ყოველ ახალდაბადებულ მე-4 შვილზე, მის მშობლებს გადაეცემათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება 10 000 ლარის რაოდენობით.

7.სახელმწიფო დაწესებულებებში, მაქსიმალური თვიური ანაზღაურება ჩამოვა 5000 ლარამდე და არ იქნება 22 000 ლარი. ასევე, ჩინოვნიკებისთვის განკუთვნილი ავტომობილების მაქსიმალური შესასყიდი ფასი იქნება 20-25 ათასი აშშ დოლარი და არა 100 ათასი დოლარი და მეტი.

8.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები, გარკვეული საშეღავათო და გონივრული საინვესტიციო პირობებით, კერძო საკუთრებაში ან 49 წლიანი იჯარით უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.

9.სწორად გატარებული საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად და მათ შორის ყველაზე მთავარი იმპორტის შემცირებით, ლარის კურსი ეტაპობრივად გამყარდება და გარკვეულ გონივრულ ფარგლებში დასტაბილურდება.

10.რეალურად გამკაცრდება: სურსათის, მედიკამენტების, ბავშვთა სათამაშოების, ჰაერის, სამშენებლო მასალების, სამშენებლო სამუშაოების, ცივი იარაღის და სხვა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში საგნების, ობიექტების და პროცესების კონტროლი.

გთხოვთ, არ დაიზაროთ და „გააზიაროთ“ მეგობრებო, ასევე სხვა ადამიანებსაც მოუყვეთ ამის შესახებ“, – წერს გიორგი ჩახაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g