გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:
ვერძი
ამ კვირის განმავლობაში, პარტნიორთან ერთად დაუგეგმავ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, რაც მეტ საინტერესო ელფერს შეძენს თქვენს ურთიერთობას. შესაძლოა, შვებულება აიღოთ და მთელ დანაზოგი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დახარჯოთ.
კურო
კუროს ნიშნით დაბადებულთათვის ეს კვირა პოზიტიური იქნება. პარტნიორთან ერთად საერთო მიზნის მიღწევის გზებს დასახავთ. ამ პროცესში გაიაზრებთ, რომ იდეალურად ეწყობით ერთმანეთს. ასევე, კვირის განმავლობაში, პარტნიორთან სულიერი საუბრები გექნებათ.
ტყუპები
ამ კვირაში პარტნიორი ჩვეულზე მეტად გაგაოცებთ. ის გარეგნობას მეტ დროს დაუთმობს და სხვა პერიოდისგან განსხვავებით, ძალიან ლამაზი მოგეჩვენებათ. ასევე, მისგან მოსალოდნელია რომანტიკული საღამოს მოწყობის ინიციატივა. იყავით აქტიური და გახსნილი.
კირჩხიბი
ამ კვირაში რომანტიკულ იმპულსებს ელოდეთ. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, სამშაბათს შესაძლოა ისეთი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც დანახვისთანავე მიგიზიდავთ. ეს ადამიანი რაღაც კუთხით თქვენთან კავშირშია. ამ კვირაში მასთან განიხილავთ ისეთ თემებს, როგორებიცაა ბავშვები და სექსი.
ლომი
თუ მარტო ხართ, გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან და გააკეთეთ რამე განსხვავებული. ეს კვირა თქვენთვის იღბლიანი იქნება. უმნიშვნელო ცვლილებაც კი, შესაძლოა რაღაც განსაკუთრებულის მომტანი იყოს. ასევე, შანსი გაქვთ პოტენციური მეორე ნახევარი გაიცნოთ.
ქალწული
თქვენი ურთიერთობა ჰარმონიულობის ზენიტში იქნება. მშვიდი და ღრმა საუბრები ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგაახლოებთ. თქვენს ურთიერთობაში მეტი პოზიტივი შემოდის. კვირის ბოლოს, ორივესთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ.
სასწორი
სასწორის ნიშნით დაბადებულებს ამ კვირაში საინტერესო თავგადასახალი გელით. გიჟური იდეა მოგივათ თავში, რასაც სრულად გაიზიარებს პარტნიორი. ამ იდეის განხორციელება კი ორივეს გაგახალისებთ. ეს ფაქტორი მიგახვედრებთ, რომ ერთმანეთისთვის შესაფერისიები ხართ.
მორიელი
მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ეძებენ მეორე ნახევარს, სწორედ იმ იდეალური ნახევრის გაცნობის შანსი მიეცემათ ამ კვირაში. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მასთან ერთად სასიამოვნო და დაივიწყარ საღამოებს გაატარებთ.
მშვილდოსანი
ეს მშვილდოსნებისთვის სიყვარულის კვირააა. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები უნიკალურ პოზიციაში არიან, განიცადონ მოულოდნელი შეგრძნებები. ელოდეთ საინტერესო შეხვედრებს. ასევე, ამ დღეების განმავლობაში, თავს საინტერესო ამბები გადაგხდებათ.
თხის რქა
ბოლო პერიოდში, ოჯახურ პრობლემებზე ხართ გადართული, რაც პირად ცხოვრებას საფრთხეს შეუქმნის. ნუ ფოკუსირდებით მხოლოდ ერთი მიმართულებით. ამ კვირაში, ზემოთაღნიშნულ ოჯახურ პრობლემებს მოაგვარებთ, რაც მეტ დროს მოგცემთ პარტნიორის გული მოიგოთ.
მერწყული
თუ მარტო ხართ, სახლში ნუ გაატარებთ მთელ კვირას. მეტი სოციალური აქტივობა. გაიცანით ახალი ადამიანები. ასევე, ამ კვირაში მოსალოდნელია, რამდენიმე პაემანი. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა შესაძლოა კვირის ბოლოს შედგეს.
თევზები
პარტნიორთან ერთად სერიოზულ თემებზე ღრმა საუბრები გელოდებათ. ასევე, შესაძლოა რაღაც საკითხები საერთო მეგობრებთან ერთად განიხილოთ. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საერთო პოზიციაზე შეჯერდებით.