LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

31 წლის ლიზზოს შოკისმომგვრელი პერფორმანსი „გრემიზე“ და „ვერსაჩეს“ კაბა წითელ ხალიჩაზე (ფოტო)

394
lizzo-grammy

„გრემის“ რიგით 62-ე ცერემონიაზე ყველაზე მეტი ნომინაცია 31 წლის მომღერალ ლიზზოს ხვდა წილად. იმის მიუხედავად, რომ მუსიკოსი „გრემიზე“ წელს პირველად იყო ნომინირებული, ლიზზომ სცენაზე საოცარი შოუ მოაწყო და ვოკალური შესაძლებლობების მასტერკასი გვაჩვენა. მან ორი ჰიტი Cuz I Love You და Truth Hurts შეასრულა. ლიზზომ თავისი გამოსვლა ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა. მოგვიანებით კი სცენაზე ის „გრემის“ ასაღებად იხმეს. მან პრიზი წლის პოპ სოლო პერფონმანსისთვის მიიღო.

მომღერალმა საღამოს მანძილზე კოსტიუმი რამდენჯერმე გამოიცვალა, ყველაზე თვალშისაცემი კი მაინც წითელი ხალიჩის ლუქი გახდა.. ლიზზომ არჩევანი ჰოლივუდურ რეტრო სტილზე გააკეთა. ის ბრწყინავდა „ვერსაჩეს“ თეთრი ფერი საღამო კაბაში, რომელიც ბეწვის მოსასხამით იყო გაფორმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g