LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

318 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი: საქართველოში კორონავირუსის 472 შემთხვევა დაფიქსირდა

124
korona 22

საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 553​-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 66-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 338-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g