LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

32 დაღუპული და 80-ზე მეტი დაშავებული: საბერძნეთში ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა

121
230228181032-04-greece-train-crash-0301

საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა, რის შედეგადაც მინიმუმ 32 ადამიანი დაიღუპა, 85 კი – დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო კი – თესალონიკიდან ლარისამდე.

თესალიის რეგიონის გუბერნატორის, კონსტანტინოს აგორასტოსის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაახლოებით 250 მგზავრი უსაფრთხოდაა ამოყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები