“ჩემი ვარაუდით ჩვენ ახლოს მივედით პიკთან და დაახლოებით 3 კვირა იქნება მატება, მაგრამ არა ციცაბო მატება”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
მისი ვარაუდით, პიკის მიმდინარეობა იქნება დაახლოებით იმ ტემპებით, როგორიცაა ბოლო ორი კვირის მანძილზე.
“ჩემი ვარაუდია, რომ ჩვენ ახლოს მივედით პიკთან და დაახლოებით 3 კვირა იქნება მატება, მაგრამ არა ციცაბო მატება. ეს იქნება დაახლოებით იმ ტემპებით, როგორიცაა ბოლო ორი კვირის მანძილზე”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ,
მისი თქმით, თუ დაინფიცირების ზრდის ახლანდელ ტემპს შევინარჩუნებთ, ამას ჯანდაცვის სფერო იოლად გაუმკლავდება და შესაბამისად მალე გახდება შესაძლებელი ყველა შეზღუდვის მოხსნა.
“მე ვუშვებ, რომ მომდევნო 3-4 კვირის მანძილზე ყოველდღიურად ორი სამი ათეული ადამიანის დაინფიცირება იყოს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის სიტუაცია, რაც დღეს საქართველოშია. კარგი იქნება, თუ 1000-ს არ გადააჭარბებს ავადმყოფების რიცხვი“, – განაცხადა ცერცვაძემ.