LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„35 წლის ვარ და რაც დრო გადის, ვხვდები რა ძნელია იყო მშობელი… მადლობა, რომ გამაჩინე… რომ არა დედა, დღეს ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ისეთი კარგი, როგორიც დღეს მაქვს…“ – ქართველი „ჰალკი“, ლევან საგინაშვილი დედის შესახებ საუბრობს

489
ლევან საგინაშვილი

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი „რუსთავი 2“-ის რუბრიკას „დედას“ სტუმრობდა, სადაც აღნიშნა, რომ მისი მთავარი გულშემატკივარი დედაა, რომელიც მთელი ცხოვრება მისი და მისი ძმის აღზრდით იყო დაკავებული.

„დედაჩემი მთელი ცხოვრება დიასახლისი იყო, ჩემი და ჩემი ძმის აღზრდით იყო დაკავებული, 35 წლის ვარ და რაც დრო გადის, ვხვდები რა ძნელია იყო მშობელი…

ჩემი მშობლები 18 წლის იყვნენ როდესაც დაქორწინდნენ, მთელი ცხოვრება გადადებული ჰქონდათ, რაც ძალიან დასაფასებელია…

ყველაზე ხშირად მეუბნებოდა ჭამაო, დავუჯერე და გავხდი ამხელა…

მკლავჭიდით რომ დავინტერესდი, მშობლები სკეპტიკურად უყურებდნენ ჩემს ამ წამოწყებას, უფრო დიდი მარდაჭერა ბებიისგან მქონდა…

[დედა] ძალიან ემოციურია, სულ ნერვიულობს, ხშირად მწერს, ვეტყოდი, რომ ნუ ნერვიულობს ზედმეტად, ყოველთვის იფიქროს პოზიტიურად…

ერთ რომ მეტყოდნენ მშობლები, მესმოდა და ბევრი ახსნა არ მჭირდებოდა…

რომ არა დედა, დღეს ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ისეთი კარგი, როგორიც დღეს მაქვს, მადლობა, რომ გამაჩინე“

🥹❤️ მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი ამბობს, რომ დედა მისი ცხოვრების მთავარი გულშემატკივარია

🥹❤️ მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი დედაზე, რომელიც მისი მთავარი გულშემატკივარია. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ადამიანზე, რომლის მთავარი საზრუნავიც შვილებია – ქართველი "ჰალკი" სალომე კახეთელიძის რუბრიკაში "დედას".

Posted by Rustavi 2 • რუსთავი 2 on ორშაბათი, 06 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g