3 წლის ბავშვი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე 3 ივლისს მოხდა. მცირეწლოვანი სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვის ოჯახი მედიასთან არ საუბრობს, მეზობლებს კი მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია არ აქვთ. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
1 წლის წინ, ლაგოდეხის ნაკრძალში სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის დედა ლანა ნიკოლეიშვილი დიდ დიღომში, მეექსვსე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ამბავზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ახლა ცივი გონებით განსაჯეთ:
მოხდა უბედური შემთხვევა(ბავშვი გადმოვარდა ფანჯრიდან) გლდანში.
სამი წლის ბავშვი ძიძასთან დატოვეს მშობლებმა ანუ ჩააბარეს. მანაც იცის,თუ რა საპასუხისმგებლო საქმეზე მიდის.
რა თქმა უნდა, ეს არ უნდოდა.რა თქმა უნდა, საშინელ მდგომარეობაშია ახლა ძიძა და ღმერთმა დაიფაროს,რომ გარდაიცვალოს ბავშვი,ვინ აგებს პასუხს?!
რა საჭმელს აკეთებდი? ბავშვი გყავს ჩაბარებული.ჩამოუარე ყველა ფანჯარას,კარს,დაისვი სამზარეულოში….
გეუბნებით ,უბედური შემთხვევების მეტი წილი უყურადღებობით ხდება!
არ უნდა გასამართლდეს ძიძა?! ცოდოა_ ვთქვათ და განვაგრძოთ ცხოვრება.
სხვისი ჭირი რატომ ვიდარდოთ? იმ მშობლების ადგილზე დადექით აბა ერთი წამით? ნორმალური მაინც არ დარჩება,თუ გადარჩა.”- წერს ლანა ნიკოლეიშვილი.