გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 4 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 953 410-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 1 727-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 910 540 -მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 46 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 14 128 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 47 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 365 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 053-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 45 006, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 832, PCR ტესტით – 18 174.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,41%, ბოლო 14 დღის – 6,61%, ბოლო 7 დღის – 8,17%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 7 699-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი – 2 249;
- აჭარა – 495;
- იმერეთი – 457;
- ქვემო ქართლი – 164;
- შიდა ქართლი – 199;
- გურია – 147;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 196;
- კახეთი -158;
- მცხეთა-მთიანეთი – 93;
- სამცხე-ჯავახეთი – 53;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 28 716, აქედან:
1 053 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 715 – თბილისში, 228 – აჭარაში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 6.
თვითიზოლაციაში იმყოფება 28 255 ადამიანი.