LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 საათის წინ კეთილი პოსტი დავწერე…იცით რა ხდება ახლა ჩემს თავს?? კიდევ 7 ასეთი ბინა გამოჩნდა: გიგა მაქარაშვილი

20306
გიგა მაქარაშვილი

მოძრაობა „სირცხვლიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შემდეგ, რაც 5 უსახლკარო მოხუცის დაბინავებასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, კიდევ გამოჩნდნენ მსურველები, რომელთან თავანთი ბინის დათმობა მოხუცებისთვის სურთ.

მაქარაშვილი წერს, რომ ხვალიდან კიდევ 40 უსახლკაროს დააბინავებენ და ახალ სიცოცხლეს აჩუქებენ.

5 მოხუცი ავიყვანეთ პირდაპირ ქუჩიდან და სახლში დავაბინავეთ. აიღებენ პენსიას და სოციალურ დახმარებას – ძველით ახალ წელს მიგიყვანთ სტუმრად და 75 წლის ასაკში თავიდან დაბადებულ ადამიანებს გაგაცნობთ: გიგა მაქარაშვილი

„გული რომ არ გამისკდეს მოგიყვებით რა

4 საათის წინ კეთილი პოსტი დავწერე და მოვყევი ამბავი, როგორ დაუთმო ემიგრანტების ოჯახმა გამოკეტილი სახლი უსახლკარო მოხუცებს…

იცით რა ხდება ახლა ჩემს თავს??

კიდევ 7 ასეთი ბინა გამოჩნდა

ანუ ხვალიდან კიდევ 40 უსახლკაროს დავაბინავებთ!

დავაბინავებთ და ახალ სიცოცხლეს ვაჩუქებთ!

ჩემო კარგო ქვეყანავ“, – წერს მაქარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g