LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„4 საათში 20 000 ლარამდე თანხა შეგროვდა… მთელი ოჯახი შოკშია, უდიდეს მადლობას გითვლიან ყველას, რომ არ დატოვეთ მარტო ეს ბიჭი“ – სალომე ბარკერი

292
22

სალომე ბარკერი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისთვის ფინანსური დახმარების ინიციატივით გამოვიდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ 4 საათში 20 ათას ლარამდე თანხის შეგროვება შეძლო, რომელსაც ლაზარეს ბაბუას გადაურიცხავს.

სალომე ბარკერი წერს, რომ ლაზარეს ოჯახის წევრები მადლობას უხდიან ყველას, რომლებმაც ლაზარესთვის დახმარება გაიღეს.

„ფულს ვაგროვებ ლაზარეს საჭიროებებისთვის… ადვოკატის მომსახურება რამდენიმე ათასი დოლარი ჯდება – იქნებ შევძლოთ და დავეხმაროთ“ – სალომე ბარკერი

„ახლა საღამოს შვიდი საათია, დღეს, სამზე დავიწყე ლაზარესთვის ფულის შეგროვება (ადვოკატის და სხვა ხარჯებისთვის) და ამ ოთხ საათში შეგროვდა სრული თანხა და ოდნავ მეტიც. ჯამში – 20,000-მდე ლარი! (19,175 უფრო ზუსტად)

რომელსაც, რა თქმა უნდა მთლიანად ვურიცხავ ლაზარეს ბაბუას. ადვოკატის ხარჯების გარდა, რაშიც ლაზარეს დასჭირდება იმაში მოიხმარს.

მთელი ოჯახი შოკშია, უდიდეს მადლობას გითვლიან ყველას, რომ არ დატოვეთ მარტო ეს ბიჭი.

მადლობის მეტი რა მეთქმის მეც, მადლობა, რომ არასდროს გეზარებათ თქვენი პოზიციის გამოხატვა, ყველას გვესმის, რომ ეს ყველაფერი თანხის ჩარიცხვით არ მთავრდება, ჩვენ ყველას გვინდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება და ამ ქვეყანას აუცილებლად ერთად ავაშენებთ, ზუსტად ასე, როგორც დღეს მოვინდომეთ.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მე აქციაზე მივდივარ, იმედია იქაც გნახავთ ბევრს, ბაბუს რომ შევეხმიანები, გაგაგებინებთ ყველაფერს“, – წერს სალომე ბარკერი.

ცნობისთვის, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ე.წ. „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს.

 

ახლა საღამოს შვიდი საათია, დღეს, სამზე დავიწყე ლაზარესთვის ფულის შეგროვება (ადვოკატის და სხვა ხარჯებისთვის) და ამ ოთხ…

Posted by Salome Barker on Saturday, 1 April 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g