4 სტიქია – ასე ჰქვია LAND CRUISER PRADO-ს ახალ მოდელს, რომლის პრეზენტაციაც 16 დეკემბერს, 20:00 საათზე ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში” (თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N6) გაიმართება.
როგორც ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში” აცხადებენ, ”პრადო”, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღალი გამავლობის ავტომობილია, საქართველოში კი, უკვე წლებია თავის სეგმენტში ბესტსელერია. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა და ტექნიკური თვალსაზრისით განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.
შეგახსენებთ, “ტოიოტა ცენტრი თეგეტა” წარმოადგენს ”ტოიოტას” ოფიციალურ დილერს საქართველოში. 2014 წელს კომპანიამ “ტოიოტა კავკასიისგან” ”ტოიოტას” დილერისა და ავტორიზებული სერვის ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მიიღო.