LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს

984
FORTUNA.GE- (2)

“ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც სასჯელს მეოთხე წელია იხდის, პენიტენციურ დაწესებულებას მიმდინარე წლის 31 მარტს დატოვებს.

მას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 31 მარტს შეუფარდა.

შეგახსენებთ, “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ბრალი ჰქონდათ წარდგენილი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით, სააკაძის მოედანზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტის ეპიზოდზე.

გამოძიება მათ ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88”-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

ბრალდებულებს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდათ პატიმრობა. მოგვიანებით მათ თავდებში პარლამენტის რამდენიმე წევრი ჩაუდგა და ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.

მათთვის შეფარდებული 150-150 ათას ლარიანი გირაო უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი, რომელიც სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, გირაოს პირობების დარღვევის გამო ჩამოართვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g