LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 4 სოციალური მუშაკი დაითხოვეს, დეპარტამენტის უფროსი გადადგა

barkalaia

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 2 სოციალური მუშაკი და ორი უფროსი სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო სოციალური სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.

მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია განმარტავს, რომ შეცდომები იყო დაშვებული ბავშვის საქმის მართვასთან დაკავშირებით.

„რასაკვირველია, ჩვენ, მთელი უწყება ვწუხვართ პატარა გოგონას გარდაცვალების გამო და ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხსიმგებლობას მომხდართან დაკავშირებით. დაგეგმილი გვაქვს სისტემური ცვლილებები სოციალური მუშაობის მიმართულებით, რაც გვევალება კიდეც „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მიხედვით, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იქნა მიღებული. შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც კონკრეტულად გაიწერა სისტემური რეფორმისათვის საჭირო ნაბიჯები. გარდა ამისა 2018 წელს დაიგეგმა სოც მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია, რომელიც მიმართულია სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ და რისკების მინიმალიზაციისკენ. რასაკვირველია, სისტემური რეფორმა თავისთავად გულისხმობს სოციალური მუშაკის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სოციალური მუშაობის ხარისხის ამაღლებას და რეგიონული საბჭოების მანდატის გადახედვა/გაძლიერებას,“ – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

magti 5g