ვინიცაში გარდაცვლილი 4 წლის ლიზა 17 ივლისს დაკრძალეს. რუსეთ-უკრაინის ომს 352 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა.
4 წლის ლიზაზე ჟურნალისტი ქეთი ქარდავა წერს.
„მძულს რუსეთი და ყველაფერი პუტინთან დაკავშირებული. დღეს 4 წლის ლიზას გამოემშვიდობნენ. პატარა ლიზას ყვავილების გვირგვინი ეკეთა.
17 ივლისს დედასთან ერთად მეტყველების სპეციალისტთან მიდიოდა … რუსულ რაკეტას თავი ვერ დააღწიეს.. ლიზა ანგელოზებთან გაფრინდა…
ბოროტება ვერ გაიმარჯვებს- ამ სიტყვებით მიმართა ჭირისუფალს დაკრძალვაზე სასულიერმა პირმა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებებს უკვე 352 ბავშვი ემსხვეპლა .. ალბათ ? უფრო მეტიც.“ – წერს ქეთი ქარდავა სოციალურ ქსელში.