LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„4 წლის მე და 74 წლის მამაჩემი…“ – მომღერალი ირმა არავიაშვილი მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აზიარებს

113
ირმა არავიაშვილი

მომღერალ ირმა არავიაშვილის ფოტომ, სადაც ის 4 წლის ასაკში 74 წლის მამასთან ერთად არის გადაღებული, დიდი გამოხმაურება გამოიწვია მის სოციალურ ქსელში. „4 წლის მე და 74 წლის მამაჩემი“, წერს ირმა და ფოტოს გვიზიარებს.

გამოხმაურებების შემდეგ მომღერალმა განმარტება გააკეთა:

„მე მეამაყება ის, რომ მამაჩემის შვილი ვარ. თქვენ კი ბოროტი კომენტარის ავტორებო, ჯერ იცოცხლეთ 74 წლამდე და… ჩემო გულშემატკივრებო თქვენ კი მადლობა რომ ყოველთვის თბილ და ტკბილ კომენტარებს მიწერთ და უტაქტოებისგან მიცავთ…“

ირმა არავიაშვილის ვიდეოებს მრავალმილიონიანი ნახვა აქვს. მათ შორის 22 მილიონი ნახვა აქვს სიმღერას „აფხაზი ვარ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები