ალპინისტისა და სამთო გიდის, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანის უშბაზე ტრაგიკულად გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.
ნიკოლოზ ფალიანს და მის შესახებ ემოციურ ისტორიებს იხსენებენ მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები. ნიკოლოზის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს მისი და ქეთი ფალიანიც.
„40 საშინელი დღე, 40 სევდიანი დღე ნიკოს გარეშე, ყველა დღე სევდიანი იქნება უშენოდ… ჩემო ტკბილო.
ეს ფოტო 2024-წლის ლამპრობაზეა გადაღებული…
ლამპრობაზე სულ ერთად მივდიოდით მთელი ოჯახი, ძალიან მოსწონდა ეს ტრადიცია, ვინც არ იცოდა ამ ტრადიციის შესახებ, ყველას აცნობდა.
არამარტო ლაპმრობა, სხვა სვანურ ტრადიციებზეც საუბრობდა და აცნობდა, მის უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს და გაკვირვებულებს ტოვებდა…
მის ბოლო ფილმსაც სწორედ ლამპრობა დაარქვა…
შემდეგ ლამპრობაზე უშენოდ მოგვიწევს მისვლა… და თან შენს სასაფლაოზე მოგვიწევს მოსვლა… საშინელებაა ეს ყველაფერი!
ამ ყველაფრის გააზრება ცალკე უდიდესი ტკივილია, რომ ვერაფერს ვცვლით… არაფერი რომ არ შეგვიძლია… ჩემო ტკბილო, ჩვენო უდიდესო ტკივილო, გაუსაძლისად გვენატრები, სიგიჟემდე მიყვარხარ და მენატრები… ჩვენი ოჯახის ყველაზე დიდი ძალა და ყველას გზამკვლევი ნიკო.
თეთეს უდიდესი სიყვარული“, – წერს ქეთი ფალიანი სოციალურ ქსელში.
40 საშინელი დღე💔 40 სევდიანი დღე ნიკოს გარეშე😣ყველა დღე სევდიანი იქნება უშენოდ… ჩემო ტკბილო🫂 ეს ფოტო 2024-წლის…
Posted by Keti Phaliani on ორშაბათი, 30 ივნისი, 2025
შეგახსენებთ, ალპინისტი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს 22 მაისს, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.