LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

40 წელს გადაცილებულ ჩინოვნიკებს ჭაღარა თმის შეღებვა ეკრძალებათ, ვისაც ჭაღარა არ აქვს, მაშინ ამ ტონალობაზე უნდა შეიღებონ

330
ტურქმენეტი

ახალი კანონი თურქმენეთში და სპეციალური წესები 40 წელს გადაცილებული ჩინოვნიკებისთვის – თუ საჯარო მოხელე ხართ და თან 40 წელს ზემოთ,  ჭაღარა თმის შეღებვა გეკრძალებთ. საინტერესო ისაა, რომ  ჩინოვნიკები, რომელთაც არ აქვთ ჭაღარა თმა, ვალდებულები არიან ამ ფერზე გადაიღებონ. ინფორმაცია რადიო “თავისუფლებამ” ადგილობრივ რადიოზე დაყრდნობით გაავრცელა.

ეს წესები უკვე ამოქმედდა მას შემდეგ, რაც თურქმენეთის პრეზიდენტი საჯაროდ გაჭარავებული თმით გამოჩნდა. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ცვლილების შესახებ ჩინოვნიკები პირველ თებერვალს ზეპირსიტყვიერად გააფრთხილეს.

2018 წლის ივლისში, გურბანგული ბერდიმუხამედოვი პირველად გამოჩნდა საჯაროდ გაჭაღარავებული თმით, მანამდე თურქმენეთის პრეზიდენტი თმებს შავ ფერზე იღებავდა. ამის შემდეგ, 2019 წლის იანვრიდან საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებს დაევალათ ბერდიმუხამედოვის ძველი ფოტოები, ახლით შეეცვალათ, რომელშიც პრეზიდენტს უკვე გაჭაღარავებული თმა აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები