„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მასალაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ინციდენტში მონაწილე მხარეები ამ წუთებში ვერის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.
ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია “ევროპულმა საქართველომ” გაავრცელა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მე-17 უბანზე ამომრჩეველზე ზეწოლას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით იმნაძე ცდილობდა.
“41 მოხაზე გაიგე? თუ ეგ შენ არ შემოხაზო, შენ იყო ჩემი…” – ისმის ვიდეოში.
“ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ ასე იმართება პროცესები ყველა საარჩევნი უბანთან და ყველგან კრიმინალური ელემენტები დგანან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად.