LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„43-ე დღეს შემოგიერთდით, იმდენი გამქრალი პროტესტი მინახავს, იმდენი იმედგაცრუება, ისეთი ნიჰილიზმი – ამ პროტესტის დასაწყისში რომ გეთქვათ, გექნება ბედნიერება და თავადაც ნახავ და შეუერთდებიო, სასაცილოდაც არ მეყოფოდა“ – რას წერს დათო ტურაშვილის შვილი

252
ანაკო ტურაშვილი

დათო ტურაშვილის შვილი, ანაკო ტურაშვილი თბილისში მიმდინარე აქციას შეუერთდა.

ამის შესახებ ანაკო სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ახლახან დაბრუნდა.

„43-ე დღეს შემოგიერთდით.

იმდენი გამქრალი პროტესტი მინახავს, იმდენი იმედგაცრუება, ისეთი ნიჰილიზმი – ამ პროტესტის დასაწყისში რომ გეთქვათ, გექნება ბედნიერება და თავადაც ნახავ და შეუერთდებიო, სასაცილოდაც არ მეყოფოდა (და მქონდა ეს საუბრები მეგობრებთან და არავის გვჯეროდა) მაგრამ ზუსტად ასე მოხდა და აქციის ალბათ ყველაზე (უხერხულადაც კი) ბედნიერი მონაწილე ვიყავი დღეს.

გუშინ დავბრუნდი და გპირდებით ავანაზღაურებ ყველა გამოტოვებულ დღეს,“ – წერს ანაკო ტურაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g