ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევებიდან 2-ის წყარო გაჩიანია, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 კი იმპორტირებულია. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში განთავსებული 194 პაციენტიდან, 8 ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია, 14 პაციენტი კი მძიმედ ფასდება.
“დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო გაჩიანია, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი იმპორტირებული შემთხვევაა, რომელთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამასთან, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 44-ით გაიზარდა და მათგან უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა. დღევანდელი მონაცემებით კოვიდ-ცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 გახლავთ კრიტიკული, 14 მძიმე პაციენტია, დანარჩენი კი საშუალო სიმძიმისაა”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი
ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, გასულ დღე-ღამეში კი ინფიცირებული 9 პაციენტი შეემატათ. კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი პაციენტებიდან ერთი სასაზღვრო ზონიდან კონტაქტირებული, ხოლო დანარჩენი 8, მესტიის მუნიციპალიტეტის კლასტერია.