სამი დღის წინ კალიფორნიაში კოაჩელას ტრადიციული მუსიკალური ფესტივალი კოაჩელა დაიწყო, რომლის მუდმივი სტუმარი ლეონარდო დიკაპრიო კვლავ მაყურებლებს შორის აღმოჩნდა. პაპარაცებმა 44 წლის „ოსკაროსანი“ მსახიობი 21 წლის რჩეულთან, კამილა მორონესთან ერთად გადაიღეს. ტრადიციისამებრ ჰუდში გამოწყობილი ლეო ალკოჰოლს შეექცეოდა და მუსიკის ჰანგებზე ცეკვავდა. რაც ეხება მორონეს, ის თეთრი ფერის, კოქტეილის კაბაში პოზირებდა.
წყვილი უკვე წელიწადზე მეტია ერთადაა, თუმცა ოფიციალურად მათი ნიშნობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.