პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს საქართველოში 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავლის მიღებაა მოსალოდნელი. მთავრობა კი არასტანდარტულ მანდარინს დაასუბსიდირებს.
„რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ბატონი ოთარ შამუგია იმყოფებოდა აჭარაში, პირადად დაათვალიერა და გაეცნო ადგილზე სიტუაციას. შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. ჩვენი მონაცემებით, 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი წელს. ჩვენ საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში მივიღებთ, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე გავცემთ სუბსიდიას, რაც კარგი შეღავათი იქნება ჩვენი ფერმერებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
რომ არ იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, არავითარი ბიზნეს ბრუნვის ზრდა და არავითარი დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა არ იქნებოდა... რეკორდული ზრდაა სამუშაო ადგილების - ღარიბაშვილი
"იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა და ასევე მინდა ვთქვა, რომ მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 17%-ით გაიზარდა, 47 მლრდ ლარი შეადგინა".