როგორც ცნობილია, 74 წლის მერილ სტრიპი და 76 დომ ჰამერი, 45 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. ექს-წყვილმა, განქორწინების მიუხედავად, ქორწინების 45 წლის იუბილე მაინც აღნიშნა. ლეგენდარული მსახიობი საქორწინო ბეჭდის ტარებასაც არ წყვეტს. ამ დრომდე უცნობი რჩება მათი განშორების მიზეზი.
განქორწინების მიუხედავად, მერილ სტრიპმა და დომ ჰამერმა ქორწინების 45 წლის იუბილე მაინც აღნიშნეს
45 წლიანი ქორწინების შემდეგ, მერილ სტრიპი და დომ ჰამერი ერთმანეთს დაშორდნენ
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სტრიპი პირველად გამოჩნდა. ის ჯონი მიტჩელის 80 წლის იუბილეზე მიემართებოდა. მერილს თან ვაჟი, 45 წლის ჰენრი ახლდა.
ამ დღეს მერილი შეუდარებლად გამოიყურებოდა. მას კლასიკური ნაცრისფერი შარვალი, ტყავის ქურთუკი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამშვენებდა.