კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 57. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 35 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, აქედან მართვით სუნთქვაზეა 33 იმყოფება.
„აჭარაში 360 ახალი შემთხვევაა, თბილისში-57, სამეგრელო ზემო-სვანეთი-22, იმერეთში- 11, ქვემო ქართლსა და კახეთში 6-6 ახალი შემთხვევა გვავს, გურია-5, მცხეთა-მთიანეთი-3, სამცხე-ჯავახეთში-1“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 278 გამოჯანმრთელდა.
