ჯენიფერ ლოპესი თანამედროვეობის ერთ-ერთი სექსუალური ქალბატონია. 48 წლის მომღერალი საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს და როგორც კი რამდენიმე კილოგრამს მოიმატებს, ყოველთვის იცის, ფორმა როგორ დაიბრუნოს. სულ ცოტა ხნის წინ თაყვანისმცემლები ამბობდნენ, რომ მომღერალმა წონაში მოიმატა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ ლოპესი დუბაიში გამოვიდა და იდეალური ფიგურისა და ლამაზი ფეხების დემონსტრირება მოახდინა.
მომღერლის სტილისტმა, რომელიც ასევე გვენ სტეფანის, მილა კუნისს, ჰაიდი კლუმსა და სხვა ცნობილ ადამიანებს აცმევს, ჯენისფერს მინი კაბა, გრძელი მკლავებით შეურჩია.
ვიზაჟისტებმა კი ჯეის გამოსახულება საღამოს მაკიაჟით დაასრულეს.

